ხვალ, აქციები “არა რუსულ კანონს” არ გაიმართება

ხვალ, 17 მაისს არც ერთი აქცია, არც ერთი სათემო ორგანიზაციის ღონისძიება არ არის დაგეგმილი – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზატორები ავრცელებენ.
1 თვე და 1 კვირაა, რაც მოქალაქეები ქუჩაში “რუსულ კანონს აპროტესტებენ. პარალელურად, მთავრობამ „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით” 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა.
თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.