კახეთის მიმართულებით 4 საგზაო პროექტი ხორციელდება – „საქართველოს გზები“

„საქართველოს გზები“ იმ 4 ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ წერს, რომლებიც კახეთში ხორციელდება.
კახეთის მიმართულება, რომელიც დედაქალაქს აღმოსავლეთ რეგიონთან აკავშირებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით.
აღნიშნული გზის განახლებასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება.
ამ ეტაპზე კახეთის მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი (ლოტი 1);
საგარეჯოს შემოვლითი გზა (ლოტი 2);
საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი (ლოტი 3);
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა.