“დაურეკიათ დედაჩემისთვის, ინერვიულა და შიდა სისხლჩაქცევით კლინიკაშია გადაყვანილი” – კახა კვეკვესკირი.

სამოქალაქო აქტივისტის, კახა კვეკვესკირის განცხადებით, მუქარის ზარები არ ჩერდება არც მასთან და არც მისი ოჯახის წევრებთან.
კვეკვესკირი, მთავარ არხთან, ამბობს:
“დაურეკიათ დედაჩემისთვის 2 საათის წინ, ინერვიულა და შიდა სისხლჩაქცევით რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ–ერთი ზარის დროს იყო კონკრეტულად – კახაბერ აქციაზე ნუ დადიხარ, თორემ ამას გიზამთ იმას გიზამთო… ზუსტად იქ, იმ ცემის დროს, მექანიზმი აქვთ შემუშავებული, ზოგი გირტყამს, ზოგი შეურაცხყოფას გაყენებს, ერთ- ერთი პირი მოვიდა ზუსტად იმ სიტყვებით – კახაბერ, ხო გაგაფრთხილეთ, რომ აქციაზე ნუ დადიხარ?! გამახსენდა ის ზარი, რომელიც განხორციელდა 4-5 დღით ადრე.”