ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების დეტალებს მხოლოდ მაშინ გაავრცელებს, როდესაც გათავისუფლება რეალურად შედგება

აშშ-ის პრეზიდენტი არ განაახლებს ინფორმაციას მძევლების შეთანხმების შესახებ, ვიდრე ის არ დასრულდება.
ბაიდენის თქმით, შეთანხმების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ გაავრცელებს, როდესაც ის შედგება.
“მე არ ვარ მზად, მოგაწოდოთ რამე ინფორმაცია, სანამ ეს არ დასრულდება“, – განაცხადა ბაიდენმა, როდესაც ჟურნალისტმა შეთანხმების შესახებ ჰკითხა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა სამი წლის გოგონას გათავისუფლებას შეთანხმების ფარგლებში, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამას იმედოვნებს.
შეთანხმების თანახმად, და “ჰამასი” შეთანხმდნენ ღაზაში მყოფი მძევლებიდან 50-ის გაცვლაზე საბრძოლო მოქმედებების ოთხდღიანი შესვენებით.
დროებითი ზავი დაიწყება ხვალ 07:00 საათზე, ხოლო 13 ადამიანს, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაათავისუფლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ