ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ეკონომიკურ ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
პრემიერი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი – “გაეროს სპეციალური პროგრამა, ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”, წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საუბრობს, რომლის განხილვასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან აპირებს.
“ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც, ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები. ჩვენი პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ კონფერენციას ესწრება უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოპატიჟებით. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
შეხვედრისას განხილული იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით, ასევე, ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები