ნინო ლაცაბიძე: კანონის დაცვით შევიტანეთ ბიუჯეტის პროექტი რუსთავის საკრებულოში, რომელიც 25 მილიონი ლარით გაიზრდა და …

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტის პროექტი უნდ განიხილონ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.
ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით იზრდება და 112 მილიონს შეადგენს. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გახარიას გუნდის წევრია, ამბობს, რომ საკრებულოსთან მიმართებით ბიუჯეტი უსამართლოდ არის შედგენილი და მასში არ არის გათვალისწინებული არც ქალაქის ინტერესები.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მიზეზები, რის გამოც ოპოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, არასერიოზულია და ოპოზიცია საკუთარი პირადი მიზნებით ხელმძღვანელობს.
“კანონის სრული დაცვით შევიტანეთ ბიუჯეტის პროექტი რუსთავის საკრებულოში, რომელიც 25 მილიონი ლარით გაიზარდა და სადაც გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რაზეც სისტემატურად მოსახლეობასთან ერთად ვთანხმდებოდით.
მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ის საკითხები მოისმინოს, რაზეც საკრებულომ უარი თქვა, ეს არის საკრებულოს ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც ეხება პრემია-დანამატის ნაწილს. სამწუხაროა, რომ ამაზე საუბარი გვიწევს, იმიტომ, რომ 25 მილიონიანი ზრდა ეხება ბევრად უფრო ღირებულ საკითხებს, როგორიც არის სტუდენტების დაფინანსება, სოციალური საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ დროს საკრებულო საუბრობს სწორედ პრემია-დანამატებზე, საკრებულოს ნაწილში საუბრობს ფარდა-ჟალუზებზე და სხვადასხვა ინვენტარზე, რომელიც ბიუჯეტის ნაწილში შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული და გაზრდილი საკრებულოს ბიუჯეტი არ იყოს წარმოდგენილი 2024 წლის ქალაქის ბიუჯეტში “, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის