რუსეთის თავდაცვის არხის ჟურნალისტს პოსტერზე გამოსახული ტიციან ტაბიძე ბანდერა ეგონა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო პროპაგანდისტული არხი ზვეზდას ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ პარლამენტის შენობასთან გამოკრულ პოსტერებზე უკრაინელი ნაციონალისტი, სტეპან ბანდერა იყო გამოსახული.
სინამდვილეში, მას ბანდერა ცისფერყანწელი პოეტი, ტიციან ტაბიძე ეგონა.
ტიციან ტაბიძის პოსტერებს საპროტესტო აქციაზე პარტია ევროპული საქართველო არიგებდა.
“კედლები აჭრელებულია ლოზუნგებით, მიკრულია სტეპან ბანდერას ფოტოები.” – ამბობდა 14 მაისის რეპორტაჟში პროპაგანდისტი კატერინა რადომსკაია. მისი რეპორტაჟის ეს მონაკვეთი დამოუკიდებელმა და ოპოზიციურმა რუსულმა მედია DOXA-მ გაავრცელა.
რადომსკაია გაექცა DOXA-ს ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ინტერესები ჰქონდა ს თავდაცვის სამინისტროს არხს საქართველოში. ამავე ჟურნალისტს 14 მაისს დემონსტრაციაზე ხელი ჰკრეს, რაზეც უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მ.
წყარო – ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ