რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების შემდეგ, ირმა სოხაძეს გადაცემა დაუხურეს

რუსული კანონის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ირმა სოხაძეს გადაცემა დაუხურეს.

post tv ს თანამშრომელი და “პოსტ ალიონის” წამყვანი ანა ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი “არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილებოდა ერთი წლის შემდეგ”, რის შემდეგაც post tv-ის ხელმძღვანელობამ აუხსნა, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა.

ამილახვარის თქმით, გუშინწინ გაიგო, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა და გადაცემა დახურეს.

გადავწყვიტე აქ მოვყვე,  იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება და თან მხოლოდ მე არ მეხება. ჩემო მეგობრებო,  აღარ ვარ ტელევიზია post tv ს  თანამშრომელი.  მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა “პოსტ ალიონი”. ორი კვირის წინ,  აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული  არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება,  ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდ პრეცენდენტი( მერია  და კალაძე მოვნიშნე და  ამაღებინეს) მოკლედ  დაველოდე  და ისე მალე მომიხმეს გამეცინა.  ბევრი რომ არ გავაგრძელო,  ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ  პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ  ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია.  დავიშალეთ მე ჩემს გზაზე,  ისინი თავისაზე.

გუშინ ვიგებ რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?! ეხლა გამოხტებიან ზოგზოგიერთები ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე დიდად გული რომ შესტკივათ და მკითხავენ მანდ საერთოდ რატო მუშაოუბდიო?! არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო ამიტომ თავი შეიკავეთ გთხოვთ. 

Post tv ძალიან დიდი მადლობა გამოცდილებისთვის და იმ ერთი წლისთვის, რომელმაც საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები მაპოვნინა. დაუნახავი არ ვარ, უბრალოდ ყველაფერს ვხედავ.   მედალს კი  ერთი მხარე არასოდეს აქვს. ხო კიდევ გადავწყვიტე რაც აქამდე გამიტარებია და თვალი დამიხუჭავს ჩემი უაზროდ ფეთქებადი, მაგრამ მაინც რბილი ხასიათის გამო, აღარ გავატარო.  ასე რომ თავი შორს დაიჭირეთ ვინც ფიქრობს, რომ “პედარასტი” ვარ.🤝🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪 ნაბიჯი ვერ გადამიდგამს თავისუფლად, ვიღაცას რო არ მიმაკერონ.   #არანაცებს #არაოცნებას  #არაძალადობას #არაუსამართლობას  #არაპარტიულად ანგაჟირებულხალხს #არაკერპთაყვანისმცემლებს  #ძალითრაღაცეებისშემოტენვას #არაბინძურპოლიტიკას 

დიდება ჩემს ქვეყანას და მის გმირებს”, – წერს ანა ამილახვარი.

უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება – ამის შესახებ ირმა სოხაძემ რამდენიმე დღის წინ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.