მიხაილ როთმა ბუნდესტაგის ოფისში „კომერსანტის“ ჟურნალისტის ნაჩუქარი დროშა გამოფინა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ბუნდესტაგის საკუთარ ოფისში თბილისში ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილის ნაჩუქარი დროშა გამოფინა. მისთვის უცნობი დემონსტრანტი „კომერსანტის“ ჟურნალისტი ბაჩანა საჯაიაა, რომელმაც როთს დროშა თბილისში სტუმრობისას, 14 მაისის აქციაზე აჩუქა.
როთი X-ზე წერს, რომ დროშა ახლა ბუნდესტაგის ოფისს ამშვენებს და აქციის მონაწილეს, ვინც მას ეს დროშა მისცა სთხოვს, რომ დაუკავშირდეს.
„ეს დროშა ახლა ამშვენებს ჩემს ოფისს ბუნდესტაგში.
აქციის უცნობო მონაწილევ, რომელმაც სამშაბათს საღამოს თბილისში გამართულ აქციაზე ეს დროშა მაჩუქე, გთხოვთ დამიკავშირდეთ“, – წერს მიხაილ როთი X-ზე.
ბაჩანა გვიყვება, რომ ევროკავშირის და საქართველოს დროშების კოლაჟი საკუთარი ხელით გააკეთა. ევროკავშირის დროშა 2023 წელს, ე.წ. „რუსული კანონის“ პირველად ინიცირების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დღეებში იყიდა. შემდეგ კი მასზე საქართველოს დროშა მიამაგრა.
„მიხაილ როთს 14 მაისს აქციაზე შევხვდი. დროშა საჩუქრად გადავეცი. ააფრიალა და მითხრა: გამაგრდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო“, – იხსენებს დღეს ბაჩანა საჯაია.
Diese Flagge ziert jetzt mein Büro im Bundestag.

Der (namenlose) Demonstrant, der sie mir Dienstagabend bei der Demo in Tbilisi geschenkt hat, möge sich bitte bei mir melden.

🇬🇪🇪🇺🫶🙏🏾 pic.twitter.com/cXMQJXJ90j — Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 16, 2024