ლიტვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურებმა ოთხშაბათს უცხოეთის გავლენის აგენტების კანონის საწინააღმდეგო, უკანონო, ძალადობრივ აქციაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა – ეს არის მორიგი სახდეპელი ვიქტორია ნულანდი, რომელიც ორცხობილებს არიგებს კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები რჩება იგივე – ცდის ობიექტების სუვერენიტეტისადმი სრული სიძულვილი და უცერემონიო, თვალში საცემი ჩარევა.
ამ სიტყვებით გამოეხმაურა რუსეთის სენატის წევრი, რუსეთის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლიტვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას.