შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს – ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით – ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

ყველაზე ძლიერად საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით – ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია რუსეთს აწყობს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია.
კითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, პაპუაშვილი პასუხობს, “რა თქმა უნდა და წლებია ერევა”.
“ერევა იმით, რომ აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, ერევა იმით, რომ საქართველოს უწესებდა სანქციებს და ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ ახლა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული მეთოდი. ვნახოთ, ვინმე თუ გადაწყვეტს რუსული გზით იაროს და ქართველ ხალხს კი არ ესაუბროს, არამედ სანქციებით შეეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა, იმიტომ რომ, ჰიბრიდული, თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას.
მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ