რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 3 მლრდ ლარის დეპოზიტებს ინახავენ

ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.85 მილიარდ ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, ს მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 38%, ანუ 3 მილიარდი ლარი მოდის, მეორე ადგილზეა ს მოქალაქეები 628 მილიონი ლარის დეპოზიტებით, რაც მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მესამეზე უკრაინის მოქალაქეებია 550 მილიონი ლარით, კვიპროსის მოქალაქეები 400 მილიონი ლარით მეოთხეზე, დიდი ბრიტანეთის კი 390 მილიონი ლარით ხუთეულის ბოლო ადგილზეა.
ქართულ ბანკებში ფიზიკური პირები ჯამში 27.6 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28.4%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, 2023 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა.