სლოვაკეთის პრემიერი თავდასხმის შემდეგ სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას დასავლური მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანკლინ რუზველტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 59 წლის ფიცო, რომელსაც ქალაქ ჰანდლოვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
კლინიკის დირექტორის თქმით, ს პრემიერის მდგომარეობა “ნამდვილად ძალიან სერიოზულია”.
მანამდე, ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ტომას ტარაბამ BBC-ს უთხრა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მისი აზრით ფიცო გადარჩება.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ შუტაი ეშტოკმა კი აღნიშნა, რომ ფიცოს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და თავდამსხმელი არა მხოლოდ პრემიერის, არამედ დემოკრატიული წყობის მკვლელობაც სცადა.
რობერტ ფიცოს ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.