შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეაზე – ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია, ამ სახელმწიფოს ნაწილად თავს არ მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარის, ს შეფასებით, პრეზიდენტ ს მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეა კონსტიტუციის დარღვევის დაანონსებაა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი დაანონსება კონსტიტუციის დარღვევის. სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე უხეშად, ღიად დაარღვია კონსტიტუცია, ეს სასამართლო დონეზე აღიარებული და დადასტურებულია. პოლიტიკური განაჩენიც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არის. ახლა ის ხელახლა აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია. ხედავთ, რომ ის თავს არ მიიჩნევს ამ სახელმწიფოს ნაწილად. ასეთი ფაქტები ადასტურებს, რომ ის თავს არ მიიჩნევს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემლობა, ხოლო კონსტიტუცია ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი და ფურცელზე დატანილი ტექსტი. ეს არის ქართველი ხალხის უზენაესი ნება. როცა ამ ნებას უგულებელყოს და არღვევს ადამიანი, რომელსაც უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, ეს რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს არ აღიარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რამდენიმე კვირაა ევროპული პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.“