მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი ამ თვითმფრინავში არ იქნება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე პრემიერობის ნაცვლად, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის საბანკო წარმომადგენლად მოგვევლინა.
„კობახიძე ერთი კვირა საუბრობს, რომ ივანიშვილს 2 მილიარდს თუ არ დაუბრუნებს [დასავლეთი], ისე არც ერთ პარტნიორს არ შეხვდებაო, დასავლური კურსიდან გადაჩეხავს ქვეყანასო. ამაზე აყოლილია პაპუაშვილიც. ვურჩევ შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, დაანებეთ თავი ბიძინა ივანიშვილის კერძო და პირადი ინტერესებისთვის საქართველოს ინტერესების ღალატს და შეწირვას. მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი იმ თვითმფრინავში არ იქება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის კოლეგიალური რჩევა. დაფიქრდით ამაზე. იფიქრეთ თქვენს პოლიტიკურ მომავალზე. ივანიშვილს იმდენი აქვს გადამალული „შავი ფული“, შეუძლია სიკვდილამდე არხეინად იცხოვროს, მაგრამ თქვენ შეგრცხვებათ, რომ მასთან ერთად იდექით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესება რეალურია.
„რა დასანქცირება არ ელოდება?! სპარტაკის სულმა გაიღვიძა მამუკა მდინარაძეში, მე დამასანქცირეთ ყველას ნაცვლადო იძახის. რეალური გახდა სანქცირება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.