ალექსანდრე კრევო-ასათიანი – „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და დასანქცირდებიან თვითონ

უკვე რამდენიმე გზავნილი იყო დასავლეთიდან – -დან, ევროკავშირიდან, რომ საქართველოში ოლიგარქის და რამდენიმე პოლიტიკოსის ხელში დემოკრატიის მთლიანად ჩამონგრევას და დიქტატურის ჩამოყალიბებას არ არ დაუშვებენ – “ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და დასანქცირდებიან თვითონ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, მათ არ ექნებათ საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებზე წვდომა, რაც მხოლოდ მათი ბრალი იქნება.
“ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებს. შეიძლება რამდენიმე დებატი გაიმართოს, შეიძლება თვითონ ვიქტორ ორბანმა, როგორც აქამდე, რაღაც საკითხები წამოაყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც დათანხმდა რუსეთზე სანქციებს, ამაზეც დათანხმდება, რადგან ევროკავშირი არის ერთობლივი გაერთიანებული სტრუქტურა მსოფლიოში და საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას არავინ დაუშვებს“, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება