ისრაელის სამხედროებმა შეცდომით ხუთი თანამებრძოლი მოკლეს

ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჯარისკაცებმა შეცდომით მოკლეს ხუთი თანამებრძოლი. სამხედროების თანახმად, კიდევ სამი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.
მედიის ცნობით, ს ტანკებმა ჭურვები დაუშინეს შენობას ჯაბალიაში, ლტოლვილთა დასახლებაში – ამ შენობაში მყოფი ისრაელელი ჯარისკაცები მათ შეიარაღებულ პალესტინელებად მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს.
ოქტომბრის ბოლოდან სახმელეთო იერიშის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში სულ დაიღუპა ისრაელის 278 სამხედრო. გასულ დღეებში ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ბრძოლები გახშირდა. 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფების ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) შეჭრის შემდეგ, როცა 1200-მდე პირი იქნა მოკლული, ხოლო 250 მძევლად აყვანილი, ისრაელის არმიამ საომარი მოქმედება დაიწყო პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში.
მას შემდეგ პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 ათასი ადამიანი დაიღუპა. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი