17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე ვრცელდება. დადგენილება 15 მაისითაა დათარიღებული.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. არ ვრცელდება ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.