როგორ შეიძლება ჩვენ გვინდოდეს რუსეთი? – კახა კალაძე

„დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას, შეუძლებელია ჩვენ ვიყოთ მხარეები და ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს. რადგან მთავარი სულისკვეთება – ევროპა ყველასთვის საერთოა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია ქართულ ოცნებას უნდოდეს ევროპა, რადგან თუკი რაიმე წარმატებას მოვაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
„როგორ შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ? როგორ შეიძლება მე მინდოდეს რუსეთი, როცა ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალია. როგორ შეიძლება მე მინდოდეს რუსეთი, როცა ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა ვიზალიბერალიზაცია, როცა ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობის შესახებ. ყველაფერი გავაკეთეთ რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო. ხშირად მომისმენია ახალგაზრდების განცხადებები – აი, უცხოელებმა თქვეს. მერწმუნეთ, არც ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ, რომ ის გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს. მას ირჩევენ იმისთვის, რომ პირველ რიგში დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესი. და არ ირჩევენ იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით გაატარებს სხვა ქვეყნის ინტერესს. დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას, შეუძლებელია ჩვენ ვიყოთ მხარეები და ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს. რადგან მთავარი სულისკვეთება – ევროპა ყველასთვის საერთოა. თუკი რაიმე წარმატებას მოვაღწიეთ ამ გზაზე მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ ჩვენ“, – განაცხადა კალაძემ.