სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ. ამის საუკეთესო მაგალითი გუშინდელი აქცია იყო, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს უცხო ქვეყნის საქმეებში პირდაპირი ჩარევაა.
როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს, პირობითად, ერევანში, ან იტალიაში და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ.
თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. გუშინ, 15 მაისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ისლანდიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ და მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართეს.