რაზე ისაუბრა შარლ მიშელმა ზურაბიშვილთან და კობახიძესთან – ფორმულას წყარო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრთან ირაკლი სთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკავშირიდან ფორმულას წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონსულტაციცებს იწყებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხოს გაერთიანებამ რუსული კანონის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებას.
საქართველომ არ უნდა გარისკოს საკუთარი ევროპული მომავალი რომელიმე აქტორის მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევებისთვის – წყაროს თანახმად, სწორედ ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ირაკლი კობახიძის მიმართ.
წყაროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერს მოუწოდა, იმუშაოს სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მასთან საუბარი მდე გამართა. წყაროს ინფორმაციით, შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჩართულობისა და ძალისხმევისთვის.
წყაროს თანახმად, პრეზიდენტთან და პრემიერთან შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ გაგებით, რომ ქვეყანა მიაღწევდა პროგრესს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ასევე, ზურაბიშვილთან და კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ დათქმებს შორის არის ადამიანის უფლებების დაცვა და მესამე სექტორის და მედიის თავისუფალი მუშაობა.