„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ.
ისინი ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები.
სტუდენტები თავდაპირველად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ. მათი თქმით, მსვლელობის გამართვას დღის განმავლობაში აპირებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.