ვლადიმერ პუტინი – რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა.
„ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის პრინციპებს და დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ასახავს მრავალპოლარულ რეალობას და საერთაშორისო კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს.
შეგახსენებთ, ჩინეთს დღეს ეწვია. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია