იოავ გალანტი ბენიამინ ნეთაჰიანუს – უარი თქვით ღაზაში ისრაელის სამხედრო, სამოქალაქო მმართველობაზე – ამას არ დავუშვებ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი პრემიერ-მინისტრ ს მოუწოდებს, საჯაროდ გამოაცხადის, რომ არ გეგმავს ღაზაში სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის აღებას.
„კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: არ დავთანხმდები ღაზაში ისრაელის სამხედრო მმართველობის დამყარებას. ასევე, ისრაელმა არ უნდა დაამყაროს სამოქალაქო მმართველობა ღაზაში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მიიღოს გადაწყვეტილება და განაცხადოს, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამოქალაქო კონტროლს ღაზას სექტორზე, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამხედრო მმართველობას ღაზას სექტორში. ჩვენ უნდა გავანადგუროთ „ჰამასის“ მმართველობის შესაძლებლობები ღაზაში. ამ მიზნის გასაღები არის სამხედრო მოქმედება და ღაზაში მმართველი ალტერნატივის შექმნა“, – აღნიშნა გალანტმა.
მისი თქმით, ასეთი ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ორი უარყოფითი ვარიანტი: „ჰამასის“ მმართველობა ღაზაში ან ისრაელის სამხედრო მმართველობა ღაზაში.
გალანტმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებამ ომის გეგმა მთავრობას ჯერ კიდევ იმ ღამით წარუდგინა, როდესაც ოქტომბერში ღაზაში ისრაელის სახმელეთო შეჭრა დაიწყო. მისი თქმით, გეგმები მოიცავდა წინადადებებს „საერთაშორისო აქტორების თანხლებით ადგილობრივი, არამტრული პალესტინური მმართველობის ალტერნატივის შექმნის შესახებ.“
გალანტის მტკიცებით, ეს წინადადებები არასოდეს ყოფილა განხილული და არც რაიმე ალტერნატივა ყოფილა წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე