ანტირუსული აქციის მონაწილეები 15 მაისის საღამოს “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ, სადაც ათობით პოლიციელი დახვდათ. ახალგაზრდები პოლიციის წინ ხორუმს ცეკვავენ.
სტუდენტები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს გმირთა მოედნამდე, რომელიც მცირე ხნით გადაკეთეს. მერე გაემართნენ პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეებს სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს, გვიან ღამით კი “ოცნების” ოფისთან მივიდნენ, სადაც პოლიციაა მობილიზებული.




