ბათუმში აქციის მონაწილეებმა ხიდი და მთავარი ესტაკადა გადაკეტეს

ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა ყოროლის წყლის ხიდი პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.
აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”.
აქციის მონაწილეებმა ასევე გადაკეტეს მთავარი ესტაკადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო