,, ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა” -სენატისა და 15 ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები

,, ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, და მისი გარემოცვა” -სენატისა და 15 ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები
„უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ს პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას – ამის შესახებ სენატისა და 15 ეროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მიმართვაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის მიღებით საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის ევროპულ მიზანს.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს – აცხადებენ 15 ქვეყნისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოების წევრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები და აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა კანონის მიღებაზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე აუცილებლად დაეკისრება მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას.
„მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა და ქართველებმა ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას.
პატივსაცემი ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ეს კანონი გამოწვევაა ასეთი ღირსეულ ძალისხმევისთვის და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე – ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოსადმი ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, სრულიად განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი მტკიცე ერთგულება მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა. ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მივმართავთ ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ!”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები: ბელგიიდან, ჩეხეთიდან, დან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ევროკავშირიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ბენჯამინ ლ. კარდინი – -ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· მარკ დემესმაიკერი – ბელგიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· პაველ ფიშერი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;
· მარეკ ჟენიშეკი – ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· მარკო მიჰკელსონი – ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· იუკა კოპრა – ფინეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
· მიხაილ როთი – გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· Diljá Mist Einarsdóttir – ისლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ჩარლზ ფლანაგანი – ირლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ლია კვარტაპელე – იტალიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
· ანდრიუს კუბილიუსი – ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
· რიჩარდს კოლსი – ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ბოგდან კლიჩი – პოლონეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ალექსანდრე მერეჟკო – უკრაინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ალისია კერნსი – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა შესარჩევი კომიტეტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება