,, ეს იგივეა, კაცს “გამოსირებული” (პარდონ!) უწოდო, მან კი გიპასუხოს, რა მშვენიერია, “სირი” ხომ ჩიტს ნიშნავსო” – ლევან ლორთქოფანიძე შალვა პაპუაშვილზე

,, ეს იგივეა, კაცს “გამოსირებული” (პარდონ!) უწოდო, მან კი გიპასუხოს, რა მშვენიერია, “სირი” ხომ ჩიტს ნიშნავსო” – ლევან ლორთქოფანიძე შალვა პაპუაშვილზე
კავკასიური სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე შალვა პაპუაშვილზე:
,,არ მინდა, რომ ოდესმე დაგვავიწყდეს. დავწერ და მომავლისთვის შემოვინახავ.
ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოების წინაშე ერთ-ერთ ყველაზე უწესო, ყველაფრის მკადრებელ ადამიანად წარმოჩნდა ბ-ნი . მგონი, პარტიის ბრძანებით ჩვენი დახვრეტის განაჩენსაც აუნთებს მწვანე შუქს.
რა მაძლევს მკაცრი შეფასების საფუძველს?
⚫️ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარბშეუხრელად გააყალბა დახურულ კარს მიღმა ოთხი საგრეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. დიპლომატები იძულებულნი გახდნენ ეთქვათ, რომ პარლამეტის სპიკერი ჩვენს სიტყვებს ამახინჯებს და მსმენელებს ატყუებსო.
⚫️ კრიზისულ ვითარებაში, ევროპასა და საქართველოს შორის ხიდების მსხვრევის ეპოქაში თბილისში ჩამოდის ოთხი მეგობარი ქვეყნის საპარლამენტო ლიდერი. პარლამენტარები წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილისგან გადაურჩენიათ ქართველი ხალხი.
შალვა პაპუაშვილს მათთან შეხვედრის შეეშინდა. ისიც კი ვერ გაბედა, გამოსულიყო და პირდაპირ ეთქვა, რომ არ მსურს მათთან შეხვედრაო. მხოლოდ ის დასძინა, დრო არ მაქვსო. ვაქირში იყო ეტყობა მოსათოხნად წასასვლელი.
როდესაც ევროპელი საპარლამენტო ლიდერები ქვეყნიდან წავიდნენ, როდესაც ისინი შორს დაიგულა, მხოლოდ ამის შემდეგ შეეხმიანა ერთ-ერთ მათგანს ტელევიზიებიდან და “ტაკიმასხრა” უწოდა.
ეს ის შალვა პაპუაშვილია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ უზბეკეთის დიქტატორული რეჟიმის ოლიი მაჟლისის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან 10 წუთიანი შეხვედრისთვის ცხრა მთა გადაიარა.
⚫️ შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, საიდან იცით, რომ დასავლეთი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებსო. პარლამენტის მეთაურმა უპასუხა, შემთხვევით გავიგე “ფეისბუკიდანო”.
იმდენად ყალბია, ისიც კი ვერ თქვა, წყარომ მოგვაწოდა ცნობებიო.
⚫️ პოლიციელებმა მიზანმიმართულად დაასისხლიანეს პარლამენტარი, გამეტებით, სასტიკად სცემეს ოპოზიციონერს. ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტის სერიოზული თავმჯდომარე კოლეგის პარტიული კუთვნილების მიუხედავად უმკაცრესად გააკრიტიკებდა სამართალდამცავ უწყებებს და დაუყოვნებლივ მოითხოვდა დამნაშავეთა დასჯას. შალვა პაპუაშვილმა კი კბილებჩამტვრეულ, დაკოჭლებულ, სახედალურჯებულ დეპუტატზე თქვა, დაზიანებები მიუღია, რა სამწუხაროა, ზეგ მოვიკითხავ მაგ ამბავსო. აქციების დროს -ის მოქმედებებს კი სანიმუშო უწოდა.
⚫️ ბ-ნი პაპუაშვილი 15 წელი მუშაობდა სამოქალაქო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. თავისი წარსულის შესახებ მსჯელობისას მან აღნიშნა, დიახ! მე უცხო ძალის ინტერესების გამტარი ვიყავი და რა უჭირსო. მაშასადამე, თქვენც უნდა გიხაროდეთ, ამ არაჩვეულებრივი წოდების მინიჭებაო.
ეს იგივეა, კაცს “გამოსირებული” (პარდონ!) უწოდო, მან კი გიპასუხოს, რა მშვენიერია, “სირი” ხომ ჩიტს ნიშნავსო.

დანარჩენი მარგალიტები თქვენ მოაგროვეთ.
ფაქტია, რომ სავარძელს, რომელსაც ზვიადი, ედუარდი, ჟვანია, ძვირფასი კაკო ასათიანი იკავებდნენ, დღეს არასერიოზულ, არაფრიდან მოსულ და არაფრად ქცეულ, ყველაფერზე ხელისმომწერ ვიღაცას უპყრია. არ შეიძლება ანონიმური, სამოქალაქო პოზიციის არმქონე კონფორმისტების, კლერკების პოლიტიკურ თანამდებობებზე არჩევა.
შალვა პაპუაშვილის წვლილი ამ ქვეყნის დაქცევის საქმეში გათვალისწინებული იქნება.”