სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შემდეგ მისი მდგომარეობა “განსაკუთრებით სერიოზულია” – თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა “განსაკუთრებით სერიოზულია”.
პრემიერის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ეს განცხადება გააკეთა ბრატისლავაში, 15 მაისს. შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ ესტოკის თქმით, თავდამსხმელს “პოლიტიკური მოტივი” ამოძრავებდა.
15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.
ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის იურაი ჩინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, 71 წლის, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. თვითმხილველის თანახმად, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და ის მისკენ გაემართა სავარაუდოდ, ხელის ჩამოსართმევად, როცა გაისმა სროლის ხმა.
ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს. ადგილობრივი საავადმყოფოს შემდეგ, ის მაღალი რანგის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ დაგმო “სასტიკი” თავდასხმა პრემიერზე და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ფიცოზე თავდასხმას გამოეხმაურნენ და დაგმეს გაეროს, ევროკავშირის, ასევე ცალკეული ქვეყნების ხელმძღვანელებმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, განაცხადა, რომ მისი ფიქრები ფიცოსთან და მის ახლობლებთან არის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო თავდასხმა და მას „საშინელი“ უწოდა. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ და ნიდერლანდის პრემიერმა მარკ რიუტემ X-ით გამოაცხადეს, რომ ამ ამბავმა მათ „შოკი მოჰგვარა“. მიშელის სიტყვებით, „ძალადობას და ასეთ თავდასხმას ვერაფერი გაამართლებს“.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “საშინელი ძალადობრივი აქტი” უწოდა თავდასხმას.
ფიცოზე თავდასხმის გამო ღრმა აღშფოთება გამოხატეს მეზობელი ქვეყნების, პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა, ჩეხეთის პრემიერმა პეტრ ფიალამ, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ორბანმა, ასევე ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ფიცოს მთავრობამ, რომელიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, სამხედრო დახმარება შეუჩერა ს და ის “რუსეთთან ურთიერთობის სტანდარტიზაციის” მომხრეა.
ფიცოს პარტიამ, “სმერმა” მთავრობის მეთაურის კრიტიკოსებს დააკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაში.
პრესკონფერენციაზე, პარტიის წარმომgდგენელმა, დეპუტატმა, ლუბოშ ბლაჰამ მიმართა, მისი სიტყვებით, “ლიბერალურ მედიას” და პროგრესულ პოლიტიკოსებს”, რომ ისინი არიან დამნაშავე. “თქვენი სიძულვილის გამო იბრძვის რობერტ ფიცო თავისი სიცოცხლისთვის” – თქვა დეპუტატმა. თვითონ ფიცომ რამდენიმე დღის წინ ლიბერალურ მედიას ბრალად დასდო, რომ მთავრობის წინააღმდეგ “მტრულ კლიმატს” აჩაღებენ. ამიტომ, თქვა ფიცომ, არ არის გამორიცხული, რომ დაძაბული ვითარება ძალადობრივ ქმედებად გადაიქცეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს