ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.
საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.
“საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი მარტო არ არის,” – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ “ინტერპრესნიუსთან”.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე