რუსული თავდასხმების შედეგად, უკრაინა ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდულ ზრდას გეგმავს

ოთხშაბათს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემაზე ს ბოლოდროინდელი თავდასხმებით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ, რეკორდული მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს. მინისტრმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა ღამის საათებში ენერგიის დეფიციტი მაინც იგრძნობოდოეს.
მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს იმპორტი 23,692 მეგავატ/საათამდე გაიზრდება. სამშაბათის პიკი 21,072 მეგავატ/საათი იყო, ორშაბათის კი 19,484.
„დღეს, უკრაინის თხოვნით, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დან ელექტროენერგიის საგანგებო მოწოდება უკვე განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ საგანგებო დახმარება დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა საღამოსაც მოხდეს“, თქვა მინისტრმა თავის განცხადებაში.
ეროვნული ენერგოქსელის ოპერატორმა „უკრენერგომ“ ცალკე განცხადებაში თქვა, რომ უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი შესაძლოა პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და მოლდოვიდან მოახდინოს.
უკრაინის ენერგოსექტორზე რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები მარტის შემდეგ გაძლიერდა. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმებმა სექტორს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ზიანი მიაყენა და ენერგო სისტემამ 8,000 მეგავატ/საათი გენერაციის შესაძლებლობა დაკარგა.
უკრაინის უდიდესმა ენერგო კომპანია DTEK-მა ამ კვირაში განაცხადა, რომ ბოლო კვირებში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ელექტრო გენერაციის 90 პროცენტი დაკარგა.
უკრაინის ენერგომოხმარების ზამთრის პიკი 19,000 მეგავატ/საათს აღწევს.
ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგიის გათიშვების თვიდან ასაცილებლად მოსახლეობას და საწარმოებს მოხმარების შემცირება სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს