რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე ღიად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების გულშემატკივარია!!
კერძოდ, იგი ამბობს, რომ – დასავლეთმა მაინცდამაინც ივანიშვილის ხელისუფლებაზე მიიტანა იერიში და რომ საქართველოს მეზობელი სომხეთი და იქ განვითარებული ანალოგიური საპროტესტო აქციები, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დატოვესო! აქვე დასძენს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი აზრით ძალისთვის არ გადაუჭარბებია და, რომ ძალისმიერი მეთოდებით საპროტესტო აქციების დაშლა სწორედაც რომ ევროპისა და ამერიკის მეთოდებია!!
იგი აღშფოთებული საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, გუშინ თავად ესტუმრნენ მომიტინგეებს და სიტყვითაც გამოვიდნენ, რაც სომხეთის შემთხვევაში აზრადაც არ მოსვლიათო!