ზურაბ ჯაფარიძე – ევროპელები შოკში იყვნენ, პაპუაშვილმა ტყუილი გაავრცელა, თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ – ჩვენს თვალწინ აორგანიზებდნენ პასუხს

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, ასევე, მუქარის შემცველ ზარებზე, პოსტერებზე, ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორები აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, მისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ კვირაში, როდესაც „რუსული კანონის“ საკომიტეტო და სასესიო მოსმენა ხდებოდა, ქვეყანაში ორშაბათიდან მოყოლებული რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.
ასევე, აქ არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, აქ არის 4 ევროპული ქვეყნის 4 საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია და რამდენად სერიოზულად უყურებენ ევროპელები. საუბარი იყო, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც ამ კანონთან მიმართებით და ასევე, ამ კანონის მიღმაც. ჩვენ საუბარი გვქონდა ასევე, ამ რაღაც მუქარის ზარებზეც, რომელიც არ წყდება. პოსტერებზეც, რომელსაც ჩვენს სახლებთან, ოფისებთან აკრავენ. ისევე, როგორც ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე, რომელსაც ახორციელებენ, როგორც სხვადასხვა ორგანიზებული არაფორმალური ჯგუფები, ისე „სამართალდამცველი სტრუქტურები“ მშვიდობიანი აქციების დროს. მათ ეს ინფორმაციები ჰქონდათ, ჩვენ რაღაც დეტალები მივაწოდეთ.
ისინი პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ შეგვხვდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ შოკში იყვნენ. თვითონ შეხვედრის დროს პაპუაშვილმა რაღაცა ტყუილი გაავრცელა – თითქოს რაღაც ყველაფერზე შეთანხმდნენ, რაზეც დამატებითი შოკი ჰქონდათ. იქვე, ჩვენს თვალწინ აორგანიზებდნენ რაღაც პასუხს, რომელსაც ალბათ, მალე გასცემენ. ისინი აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ პასუხის გარეშე, რომ არ დატოვებენ, ეს ცხადია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად