სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ

სტუდენტების მსვლელობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო, პარლამენტის შენობასთან დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გაჩერდნენ და აქცია საქართველოს ჰიმნის შესრულების ფონზე დაიწყეს.
ახალგაზრდებს მსვლელობის დროს შეძახილებითა და სიგნალებით, მოქალაქეები მანქანიდან ამხნევებენ.
“საქართველო”, “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ მთავრობას”, “წინ ევროპისკენ”, – სკანდირებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები.
ინფორმაციისთვის, მსვლელობის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის