სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს – რობერტ ფიცო კლინიკაშია გადაყვანილი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური და საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.
Euronews-ის ცნობით, ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა. ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.
წინასწარი ცნობებით, ამჟამად ფიცო საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ