პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, მალტის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მომავალი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციასთან მიმართებით ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და აღნიშნა, რომ ბოლომდე დაიცავს ქართული საზოგადოების უმრავლესობის ამ არჩევანს.
„შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების, ისე ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მოვლინების აუცილებლობას.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის უფლებების მუდმივი და უხეში დარღვევა.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს