სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო დაჭრეს

მედიის ცნობით, ს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დაჭრეს.
ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც ის ესალმებოდა ხალხს ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. თვითმხილველი ყვება, რომ დაინახა ჭრილობები პრემიერ-მინისტრის თავისა და გულმკერდის არეში.
სლოვაკეთის ლიდერი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სავარაუდო თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა.