თუკი წარმოდგენილი არ იქნება არგუმენტები, ვეტოს დავძლევთ — მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დასკვნას თავის მოტივირებულ შენიშვნებში გაითვალისწინებს, მმართველი გუნდი მზადაა, პოზიციების შესაჯერებლად.
მიქანაძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში კანონის საწინააღმდეგოდ „ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი არ გაჟღერებულა“.
„თუკი არ იქნება წარმოდგენილი არაფერი, ჩვეულებრივად ვეტოს დავძლევთ. თუმცა პროცედურულად, კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო წარმოადგინოს არგუმენტაციის გარეშე. ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს. არგუმენტებს გააჩნია. პლუს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალ კვირაში სავარაუდოდ უნდა იყოს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა.
შესაბამისად, თუკი ისიც იქნება არგუმენტირებული და თავის შენიშვნებში თუ პოზიციაში ასახავს მას, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ, და თუკი იქ არის არგუმენტირებული საკითხები, მზად ვართ პოზიციების შესაჯერებლად“, — განაცხადა მიქანაძემ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს, 15 მაისს შეხვდა თბილისში მყოფ ლატვიის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე, ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა.
საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი.
რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტის ვეტოში ასახონ ვენეციის კომისიის დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში.