ბელგიის საგარეო საქმეთა მინიტრი – ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, – ასე ეხმაურება ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.
ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ ინიციატივას გადახედოს და ევროკავშირის მიმართ თავისი ვალდებულებები შეინარჩუნოს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. ქართველები ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან. მათი ხმის მოსმენა აუცილებლად უნდა მოხდეს“, – წერს ჰაჯა ლაბიბი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს