თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა დაიწყო.
მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ მხოლოდ bus line დაეკავებინათ, სტუდენტებმა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეკრული ჯაჭვით ჭავჭავაძის გამზირი ნახევრად გადაკეტეს.
მსვლელობის ორგანიზატორის ინფორმაციით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და აქცია გამართონ.
“არა რუსულ კანონს”, “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, “არა რუსულ მთავრობას”, “წინ ევროპისკენ”, – სკანდირებენ მსვლელობის მონაწილე სტუდენტები.
მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
ინფორმაციისთვის, მსვლელობის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ.
აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა გუშინ, პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს