ლატვია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი X-ზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
“საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ლატვია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. განვიხილეთ არსებული ვითარება, ვაფასებ პრეზიდენტის პირად პოზიციას.
ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის.”

ასევე დაგაინტერესებთ