შალვა პაპუაშვილი – ორი თვე იყო გაშვებული შანსი, ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ დისკუსიაში შემოსულიყვნენ – ვეტო კიდევ ერთი შანსია შინაარსობრივი მსჯელობისთვის

უკვე ორი თვეა, ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტს. ეს ორი თვე იყო გაშვებული შანსი როგორც ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, ისე დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თმით, ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი, რომ „თუ ვინმეს შეუძლია და აქვს არგუმენტი შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში“.
„სამწუხაროდ, ზოგიერთმა აქტორმა აირჩია იარლიყის მიწებების გზა. ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი, რომ თუ ვინმეს შეუძლია, აქვს არგუმენტი და თავს ძლიერად გრძნობს შინაარსში, შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში. ამიტომ ვეტოსთან დაკავშირებით უარის თქმა, რომ მექანიზმად იყოს გამოყენებული შინაარსობრივი მსჯელობისთვის, კიდევ ერთხელ იქნებოდა ხელიდან გაშვებული შანსი დემოკრატიული მსჯელობისთვის, იქნებოდა კიდევ ერთი დასტური, რომ ზოგიერთ ჯგუფს და აქტორს სინამდვილეში კანონთან კი არ აქვთ პრობლემა, არამედ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობასთან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ