კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მაია წიკლაური ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი მაია წიკლაური ტოვებს.
მისი თქმით, მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადების ქვეშ და ასევე ის ფაქტი, რომ ხელმოწერის გამოსაწვევად მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო.
“დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ჩემი ლექცია არ ჩატარდება. მხარს ვუჭერ და ვუერთდები ჩემი სტუდენტების პროტესტს.
ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გადამწყვეტია სტუდენტების ხმა და მიხარია, ამაყი ვარ, რომ ზუსტად მათ ხელშია ჩვენი მომავალი.
ჩემთვის მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადების ქვეშ და ასევე ის ფაქტი, რომ ხელმოწერის გამოსაწვევად მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო. გადავწყვიტე, რომ ეს სემესტრი იქნება ბოლო ამ უნივერსიტეტში.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნებაა. გაცდენილ ლექციებს აუცილებლად ავანაზღაურებ, როდესაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს, რომ მომცა შესაძლებლობა, მესწავლებინა არაჩვეულებრივი ახალგაზრდებისთვის. მადლობა სტუდენტებს, რომ ბევრი რამე მასწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში”, – წერს წიკლაური.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, სალომე უგულავამ, რუსიკო მ, ნინო მითაიშვილმა, ზვიად ქორიძემ, მამუკა ანდღულაძემ, სოფო ზურაბიანმა და ნინი ჭაჭიამ.