“ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის” – მარგუს ცახნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს.
ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ს, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა.
“ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებსა და ყველა იმ ღირებულებას, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ეს არის უკუსვლა, რაზეც აუცილებლად ექნება ევროკავშირს რეაქცია”, – თქვა მარგუს ცახნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ურჩევს საქართველოს, რომ არ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რომელსაც ადგას.
„ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ლექციები წაგიკითხოთ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა ან არ უნდა გააკეთოს. იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არჩევნები ტარდება და მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც თქვენი ნამდვილი მეგობრები. ჩვენ ვიცით, რამდენად საშიშია ს მეზობლად ცხოვრება. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ გვიწევს ავირჩიოთ, თავისუფლების მხარეს ვდგავართ თუ რუსეთის. ეს არის რეალური არჩევანი. ათწლეულებია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, მის რეფორმებს და გეუბნებით, რომ დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრებაა”, – თქვა ცახნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება გამოიწვევს – სანქციებს, იმ სარგებლის დაკარგვას, რაც აქამდე განხორციელებულმა რეფორმებმა და მეგობრების მხარდაჭერამ მოიტანა, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის გაუქმება.
“მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველ ხალხის ლეგიტიმური ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და სწორედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ ქვეყნისთვის. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ” – თქვა მარგუს ცახნამ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა.
ამავე თემაზე:
“კანონპროექტს კოსმეტიკურად ვერ გაალამაზებთ” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის- 11 სენატორის განცხადება თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის