ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა საყვარელი ქალები გაცვალეს – მილიტაომ თანამემამულის ყოფილ ცოლთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა

The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, “რეალის” მცველმა ედერ მილიტაომ და “ფლამენგოს” ასევე უკანახაზელმა ლეო პერეირამ, ახალი სიყვარული იპოვეს.
საქმე ისაა, რომ “სამეფო გუნდის” ფეხბურთელი სწორედ პერეირას ყოფილ მეუღლე ტაინა კასტროს ხვდება და მან ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გვაუწყა.
კასტროსა და პერეირას ერთმანეთს 2 შვილი აკავშირებთ. თავად “ფლამენგოს” მოთამაშე კი მილიტაოს ყოფილ მეგობარ გოგონა კაროლინ ლიმას ჰყვარობს.
ერთი შვილი “რეალის” ფეხბურთელსა და ლიმასაც ჰყავთ.