“რეალის” ახალი რეკორდი – “სამეფო კლუბი” ისტორიის გადაწერას განაგრძობს

ლა ლიგის 35-ე ტურში “რეალმა” “ალავესს” უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა.
მადრიდელებმა მიმდინარე პრიმერაში უკვე მე-20 შეხვედრაში არ გაუშვეს გოლი, წინა რეკორდი კი 19 “მშრალი” შეხვედრა 1986/87 და 1987/88-წლების სეზონებით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც “დორტმუნდს” დაუპირისპირდება.