ბუფონმა თავისი აზრით, ევრო 2024-ის ფავორიტი დაასახელა

ვეტერანმა იტალიელმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი აზრით ევრო 2024-ის ფავორიტი დაასახელა და მან ასეთად საფრანგეთის ნაკრები მიიჩნია.
“ვფიქრობ, ევრო 2024-ს აბსოლიტური ფავორიტი ჰყავს და ეს საფრანგეთია. დიდიე დეშამს სამი შემადგენლობის დაყენება შეუძლია, რომლებსაც ფინალის ან ნახევარფინალის თამაში თავისუფლად შეუძლიათ”, – ციტირებს ბუფონს Sky Sport Italia.
შეხსენებისთვის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.