„თუ იქნება ადამიანების უფლებების დარღვევა და ზეწოლა, იქნება სანქციები“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის“, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთის საქართველოს მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ.
ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ს მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა… ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე, სად ვიყოთ, უფრო თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი რომელიც გაქვთ.
მე დღეს აქ ვიმყოფები, ვინაიდან ესტონეთს რეალურად ადარდებს საქართველო, ისტორიულად და დღესაც, ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის, ისტორიულად და თქვენ ეს ყველამ იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება.
ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერს, იმას რაზედაც დგას ევროკავშირის ღირებულებები, ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან, ეს არის უკუსვლა, რომელზედაც ევროკავშირს ექნება პასუხი“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ასევე დაგაინტერესებთ