მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები

„მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ამის შესახებ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი წერილშია ნათქვამი.
„ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი წერილი მთავრობას!
ჩვენ, ხელის მომწერი არაკომერციული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში, მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რომელსაც „რუსულ კანონად” მოიხსენიებენ).
ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/AnimalRights_OpenLetter
ილუსტრაციის ავტორი: ნუცა ხამხაძე