ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მაგნუს ცაჰკნა, ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი თბილისში ჩამოვიდნენ.
“როცა რთული დროებაა, შეგიძლიათ მეგობრებს ენდოთ.” – წერს X-ზე მაგნუს ცაჰკნა.
საგარეო უწყებების ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან და განცხადებებს გააკეთებენ.
“დავეშვი თბილისში, სადაც დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთი ბრძოლა მიმდინარეობს.” – დაწერა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საგარეო მინისტრები საქართველოში რუსული კანონის გარშემო არსებულ სიტუაციაზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ.
“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიყვარს ბალტიის მუშკეტერები და ნორდიკული ქვეყნები. მუდამ იქ არიან, სადაც საჭიროა. მადლობა საგარეო მინისტრებს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს, ბაიბა ბრაჟეს, მაგნუს ცაჰკნასა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მათ ბრძლაში თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის.” – დაწერა X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა.